დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან და თიბისი ფეის ვებგვერდიდან გახდა შესაძლებელი

რუსთავის მერიის ინიციატივით, გამარტივდა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. მოსაკრებლის გადახდა, აბონენტის ნომრის მითითებით, შესაძლებელი გახდა ,,თიბისი ფეი’’-ს სწრაფი გადახდის აპარატებიდან და ,,თიბისი ფეი’’-ს ვებგვერდიდან (https://tbcpay.ge/).

აღნიშნული სერვისით სარგებლობა, ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ბანკითაც, სახაზინო კოდზე -300063189 აბონენტის ნომრის ან მისამართის მითითებით.

გაცნობებთ, რომ შეიცვალა რუსთავის ზედამხედველობის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების სატელეფონო ნომრები. ფიზიკური პირებისთვის საკონტაქტო ნომერია 0(341) 25 51 45, ხოლო იურიდიული პირებისთვის 0(341) 25 51 58.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY