კოსტავას გამზირზე აქტიურად გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები

კოსტავას გამზირზე აქტიურად გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს. მოხდა დაზიანებული აივნების აღდგენა, დაემატა დეკორატიული და ფუნქციური ელემენტები, დამონტაჟდა დეკორატიული განათება.

2019 წლის ბოლოს, კი კოსტავას გამზირზე, უკვე მეორე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.
ტერიტორიაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – სანიაღვრე და წყალსადენის სისტემები.
ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი იგება და ეწყობა ბორდიურები, ტროტუარების მოსაპირკეთებლად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, გზის ორივე მხარეს დაიგება ასფალტის საფარი, მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა ველობილიკები და დამონტაჟდება გარე განათების თანამდროვე სისტემა.
პროექტით გათვალისწინებულია შუაგამყოფი ზოლის გამწვანება, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეკრეაციული სივრცის სახეს მიიღებს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, კოსტავას გამზირი მთლიანად იქნება რეაბილიტირებული.
სამუშაოებისთვის 3 მლნ 700 000 ლარია გათვალისწინებული.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY