ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა 2020 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

მე-5, მე-14 და 24-ე საჯარო სკოლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და სკოლების დირექტორები დაესწრნენ.

ირაკლი ტაბაღუამ უშუალოდ მათგან მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი ამა თუ იმ საჯარო სკოლაში. პრიორიტეტულად, ფასადების, სპორტული დარბაზების, დერეფნების, საკანალიზაციო და ელექტროგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაცია და შენობების გამაგრების სამუშაოები დასახელდა.

რუსთავის საჯარო სკოლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მერიამ 2019 წელსაც განახორციელა და 22 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.
1 მლნ 700 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა. 26 პროექტი სკოლების სპორტული დარბაზების, მოედნების, სველი წერტილების, დერეფნების რეაბილიტაციას და სხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებდა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY