რუსთავის მერიის ახალი პროგრამა საკანალიზაციო ქსელის პრობლემის მოსაგვარებლად

რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსში’’, 2020 წლიდან ახალი პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა იმ კორპუსების ეზოებში, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებია შექმნილი, გამიჯნულ ტერიტორიაზე (ე.წ. წითელ ზოლში) მოხვედრილი დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის გაწმენდა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ახალი პროგრამის დაფინანსების აუცილებლობა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, რადგან იმ ეზოებში, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ტერიტორია გამიჯნული აქვს,  კომპანია ,,რუსთავის წყალი’’ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს ვერ ახორციელებს. პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით მოქმედებს.

NO COMMENTS