არ გამოტოვო შანსი გახდე საქართველოში უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი კომპანია „არემჯის“ სტიპენდიანტი!

ხარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი?

მაშინ, არ გამოტოვო შანსი გახდე საქართველოში უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი კომპანია „არემჯის“ 2020 წლის სტიპენდიანტი!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპანია „არემჯის“ სტიპენდიანტების შესარჩევი კონკურსი დაიწყო. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 20  სტუდენტს, რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას, შანსი ეძლევა გახდეს საქართველოს უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი კომპანია  ,,არემჯის“  რჩეული და მიიღოს 1 წლიანი სტიპენდია პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.

პროექტის მე-3 წელს,  „არემჯის“ სტიპენდიანტების საერთო რაოდენობამ  50-ს გადააჭარბა. წელს პირველად, სამთო-გეოლოგიური  და ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტების გარდა, კონკურში მონაწილეობას შეძლებენ ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის (III; IV; მაგისტრატურისა და დოქტორანტურის) სტუდენტები.

,,ამ სამი წლის განმავლობაში არემჯის სტიპენდია მიიღო დაახლოებით 60-მა სტუდენტმა, რომლებიც იყვნენ ძირითადად სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ფაკულტეტის სტუდენტები. წელს კი გვაქვს სიახლეები, რომლითაც გვინდა ამ გუნდში ჩავრთოთ ენერგეტიკისა და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტები. გარდა ამისა სტუდენტებს ყოველწლიურად ვიწვევთ საწარმოო პრაქტიკაზე, სადაც ვაცნობთ საწარმოში მიმდინარე პროცესებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო ზუსტად აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია, განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ საუკეთესო სპეციალისტებად” – განაცხადა ადამიანური რესურსების საკითხებში  არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 1 თებერვლამდე უნდა გადააგზავნონ საჭირო დოკუმენტაცია (CV ფოტოსურათით, აკადემიური მოსწრების ბარათი და სამოტივაციო წერილი) ელექტრონულ მისამართზე:  scholarship@richmetalsgroup.com

NO COMMENTS