ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში ისტორიული პროექტის „მარნეულის წყლის-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობა“ მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მოინახულეს.

პროექტის ფარგლებში ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში 22 კილომეტრიანი საკანალიზაციო სიტემა მოეწყობა, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონუსური ჭები და ქალაქის მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა სრულად მოუგვარდება. სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს გაერთიანებული წალმომარაგების კომპანიის დაკვეთითა და აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტით ხორციელდება.
ქალაქში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

„სულ მალე ბოლნისს მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა ექნება. ეს ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან მოგვეცემა შესაძებლობა ყველა დარჩენილ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა გავმართოთ. მოხარული ვარ, რომ ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხორციელდება. საკანალიზაციო ქსელის მოწყობის გარდა წელს ბოლნისის მერია აპირებს განახორციელოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს არაერთ პრობლემას მოუგვარებს“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS