რუსთავში ,,ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის ბანკი” გაიხსნა

,,რუსთავის მედიცინის სახლის – N1 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში’’ ,,ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის ბანკი” გაიხსნა.

ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები დაესწრნენ.

სისხლის ბანკი უახლესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და სისხლის მომარაგების კუთხით, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა ქვემო ქართლში.

სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის“ ბაზაზე გახსნილ სისხლის ბანკში, შესაძლებელია დონორული სისხლის მიღება და გადამუშავება, უანგარო დონაცია, სკრინინგული, ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების ჩატარება.

NO COMMENTS