რუსთავში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

ამ თარიღთან დაკავშირებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა გადმოფინეს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნიც.
ღონისძიების მონაწილე ბავშვებმა, სიმბოლურად, ეროვნული დროშის ფერების საჰაერო ბუშტები გაუშვეს.

სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ აქტივობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და დეპუტატები შეუერთდნენ.

საქართველოში, სახელმწიფო დროშის დღე, პირველად, 2012 წლის 14 იანვარს იზეიმეს.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY