ბოლნისში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

დღეს სრულიად საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც დილიდან შესაბამისი განწყობა იგრძნობა. დროშა გამოიფინა ადმინისტრაციულ შენობაზე. საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა.

„დღეს საქართველოში სახელწიფო დროშის დღე აღინიშნება, რომელსაც ბოლნისიც უერთება. სიმბოლურად დროშა გადმოიფინა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე. ერის ისტორიაში დროშას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება. სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად. მინდა ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე! „ – დავით შერაზადიშვილი.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY