შოთა რეხვიაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა დოლიძესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და წალკის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ.

მხარეებმა, დაბა წალკასთან აღმოჩენილ თრიალეთის პეტროგლიფებზე და ტერიტორიის შესწავლის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ტერიტორიაზე, 30-მდე ესპანელი და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, დაგეგმილ ექსპედიციას, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე განხორციელდება.

არქეოლგიური აღმოჩენის მიმდებარედ, სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი კომუნიკაციების მოწყობას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელბი უზრუნველყოფენ.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY