შოთა რეხვიაშვილი და დავით შერაზადიშვილი საშობაო ლიტურგიას ბოლნისის საკათედრო ტაძარში დაესწრნენ

ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

საშობაო ლიტურგიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მრევლთან ერთად ესწრებოდნენ.

დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობას ქრისტეს შობა მიულოცა და მათ ბედნიერება უსურვა.

,,მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საუკუნეების წინ ქვეყნიერებას განკაცებული უფალი მოევლინა და სამყარო სიკეთით აღავსო. მწამს, რომ სიკეთის კეთების სურვილი ჩვენში არასდროს გაქრება. შობა ესაა დღესასწაული, როდესაც ყველას გულებში სიყვარული ისადგურებს. ჩვენ, სრულიად კაცობრიობას, გვაერთიანებს ახლადდაბადებული იესო, რომელიც ქვეყნიერებას სწორედ ჩვენთვის მოევლინა და ნათლად დაგვანახვა, თუ როგორი უსაზღვროა ადამიანებისადმი ღვთის სიყვარული. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, ერთიანობას, ბედნიერებას, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის კეთილდღეობას გისურვებთ. დაე, ჩვენს გულებში უფალი იესო ქრისტე დაბადებულიყოს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY