ბოლნისში ტრადიციული საშობაო „ალილოს“ მსვლელობა მოეწყო

მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულის აღსანიშნავად ბოლნისში ტრადიციულად წელსაც მოეწყო სახალხო მსვლელობა „ალილო“.

მოქალაქეები ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შეირკრიბნენ, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. საშობაო „ალილოს“ ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად შეუერთდა.

მეალილოეთა მსვლელობა მოხუცთა პანსიონატ „ჭაღარაში“ დასრულდა, სადაც მეუფე ეფრემმა და დავით შერაზადიშვილმა მოხუცებს შობის დღესასწაული მიულოცეს. „ალილოს“ მონაწილეებმა „ჭაღარას“ ბენეფიციარებს საშობაო ნობათი გადასცეს.

საშობაო „ალილოს“ ტრადიცია ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე მე-13 წელია მრევლი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს შეგროვებულ ნობათს ურიგებს.

„შობას წელსაც საზეიმოდ აღვნიშნავთ და ტრადიციულად „ალილოში“ ვიღებთ მონაწილოებას. ეს ლამაზი ტრადიცია გვახსენებს შობის მთავარ ღირებულებას, რასაც მოყვასისადმი უანგარო სიყვარული და სიკეთის კეთება ჰქვია. ქართველებს ოდითგანვე ნათლად ჰქონდა ეს გააზრებული და მეალილოებიც შეგროვებული ნობათით სწორედ მას ეხმარებოდნენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა. ჩვენც, ნობათი და ტკბილეული მოხუცებულებს მივართვით და ეს დღე გავულამაზეთ. მინდა შობის დღესასწაული ყველას მოგილოცოთ! ბედნიერება და კეთილდღეობა გისურვოთ“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY