,,არემჯის’’ წინა საახალწლო საჩუქარი დაბის მოსახლეობას

დაბა კაზრეთის კულტურის სახლს კომპანია „არემჯის“ მოწვევით მუსიკალური ჯგუფი ¼  ესტუმრა და   ახალგაზრდებისათვის კონცერტი გამართა.
საუკეთესო საახალწლო განწყობის შესაქმნელად,  საინციატივო ჯგუფის დახმარებით წინასწარ მოხდა დაბაში  ახალგაზრდების გამოკითხვა,  რომლებმაც არჩევანი ჯგუფ ¼-ზე  შეაჩერეს.
ახალგაზრდებისთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები სცენაზე დაახლოებით საათ ნახევარი ჟღერდა, მუსიკოსებმა მხურვალე ტაში არაერთხელ დაიმსახურეს,  საზოგადოება მალევე აიყოლიეს, მაყურებელმა დარბაზიდან სცენისკენ გადაინაცვლა და  ჯგუფთან ერთად არაერთი მათთვის საყვარელი სიმღერა შეასრულა. საახალწლო კონცერტი საზეიმო  ფოიერვერკით დასრულდა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY