შოთა რეხვიაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.

მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ დიდ დმანისში, ვარდისუბანში, ჯავახში, განთიადსა და ქალაქ დმანისში მცხოვრებ ოჯახებში იმყოფებოდნენ, ადგილზე პირადად გაეცნენ მათ საჭიროებებს და დახმარებას დაპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო ნობათი სულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 50-მა ოჯახმა მიიღო.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY