შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტურნირი გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში, სპორტის რამდენიმე სახეობაში: მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, შაშსა და ბოჩაში ტურნირი გაიმართა.

სპორტულ ასპარეზობაში, რუსთავის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დღის ცენტრების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

საპრიზო ადგილების მფლობელები, სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
სამახსოვრო პრიზები, მათ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გადასცა.

ღონისძიებას, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტული ასპარეზობა ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ფონდის’’ ორგანიზებითა და ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” მხარდაჭერით გაიმართა.

ქალაქის მერმა საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელს, გოჩა კაპანაძეს მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზებისთვის და წარმატებები უსურვა.

ტურნირი ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა წახალისებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

NO COMMENTS