ბოლნისში ახლადრეაბილიტირებული მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისში მდებარე ახლადრეაბილიტირებული მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღი საზეიმოდ გახსნეს.

2019 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სველი წერტილები, ეზო, გამოიცვალა სახურავი, განახლდა ბაღის ინვენტარი. ბაგა-ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

სამუშაოები რეგიონში გასახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 418470 ლარი შეადგინა. ახლადრეაბილიტირებული ბაგა-ბაღი 100 ბავშვზეა გათვლილი.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი რეაბილიტირებული ბაღი შეემატა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. ეს გახლავთ არსებული 12 ბაღიდან მე-11, რომლის კაპიტალური რეაბილიტაცია სწორეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა და ეს ინფრასტრუქტურული სამუშოებიც ამის დასტურია.
N 4 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა ყველა საჭირო გარე და შიდა სამუშაო, პროექტის განსახორციელებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფინდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.
მომავალ წლებში დარჩენილი ერთი ბაღის რეაბილიტაციას განვახორციელებთ და ახალი ბაღების მშენებლობასაც ვგეგმავთ. მინდა დღევანდელი დღე ბაღის აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მშობლებს გულითადად მივულოცო“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY