რუსთავში ბავშვთა რეანიმაციისა და პალიატიური მედიცინის განყოფილებები გაიხსნა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ზვიად ჭუნაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან ერთად, კლინიკა ,,რუსთავში“ ბავშვთა რეანიმაციისა და პალიატიური მედიცინის განყოფილებების გახსნას დაესწრო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი განყოფილებები დაათვალიერეს და მედპერსონალს გაესაუბრნენ.

ბავშვთა რეანიმაციისა და პალიატიური მედიცინის განყოფილებების სამედიცინო აპარატურით აღჭურვასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში, 1 მლნ 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კლინიკა ,,რუსთავი’’ რეგიონის მასშტაბით, პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პაციენტებს მსგავსი პროფილის მომსახურებას გაუწევს.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY