ბოლნისში წელს ადგილობრივი ბაზალტით რამდენიმე ქუჩის მონაკვეთი მოპირკეთდება

0
452

ქალაქ ბოლნისის ქუჩების ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები 2018 წელსაც გაგრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სამშენებლოს სამუშაობის შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი ოთხ ობიექტზე უკვე გამოაცხადა.

ბოლნისის ბაზალტით წისქვილის, ლადო ასათიანის, ფარნავაზ მეფის, შოთა რუსთაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გარკვეული მონაკვეთები მოიკირწყლება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში მოეწობა ტორტუარები და სანიაღვრე ცხაურები.

სამუშაოებისას ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმდებიან.

NO COMMENTS